logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: არ ასახელებენ არავითარ მტკიცებულებებს და მოქმედ მოსამართლეებს ასანქცირებენ, ეს გაუგონარია - სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეს ურთიერთობა ნამდვილად არ არის სწორი
- +

6 აპრილი. 2023. 23:38

"არ ასახელებენ არავითარ მტკიცებულებებს და მოქმედ მოსამართლეებს ასანქცირებენ, ეს გაუგონარია," - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეს ურთიერთობა ნამდვილად არ არის სწორი.

„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო, არის მთელი რიგი დელიკატური საკითხები და ამასთან, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩვენ შორის შედგებოდა კონსტრუქციული ურთიერთობა, რაც რეალურად იქნებოდა მიმართული სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებისკენ. ბუნებრივია, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი რომ მოდის, არ არის ისე მარტივი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გადალახეს ყველა წითელი ხაზი. მარტო ჩემზე კი არ არის და იმ მოსამართლეებზე ლაპარაკი, არამედ ფაქტობრივად სახელმწიფოს მიაყენეს შეურაცხყოფა. არ ასახელებენ არავითარ მტკიცებულებებს და მოქმედ მოსამართლეებს ასანქცირებენ, ეს გაუგონარია. რა უხაროდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს?გაუგონარი, უზნეო, მტკიცებულებები რომ არ არსებობს ისე მოქმედ მოსამართლეებს გისანქცირებენ და ამან სიხარული კი არ უნდა მოგგვაროს, პირიქით. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეს ურთიერთობა ნამდვილად არ არის სწორი.

არ არის დასამალი, რომ რამდენჯერ მართლა უთქვამთ, რომ ვთქვათ, უვადო მოსამართლეები არ გადანიშნოთო, კონკრეტული დანიშვნები შეაჩერეთ. უთქვამთ, უნდა დაგვენიშნა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვინ უნდა გასულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, როდის უნდა ჩაგვეტარებინა კონფერენცია. ამ და მთელ რიგ ასეთ საკითხებზე ვთქვი, რომ გვაქვს მტკიცებულებები“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner