logo_geo
eng_logo
ირაკლი ბონდარენკო: არ მგონია, აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს
- +

7 აპრილი. 2023. 10:37

 

 

„სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე როდესაც ვსაუბრობთ, გაუგონარია კორუფციაზე მტკიცებულების გარეშე საუბარი“, – ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ აშშ-ის  გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს.

 

„მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია, რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია, მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!!!“ – წერს ირაკლი ბონდარენკო.

 

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner