კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
„პანდორას ყუთი გახსენით, ქალბატონო დეგნან, ისეთი სიმყრალე ამოვა, ინანებთ! აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ცილისმწამებლად აქციეთ! საკუთარი მისია კრახით დაამთავრეთ, რეგიონში აშშ-ის ერთადერთ მეგობარ და დასაყრდენ ხალხს შეურაცხყოფა მოგვაყენეთ! უდანაშაულო ადამიანებს ბრალი დასდეთ! სამართლებრივად მოგეკითხებათ!“ - წერს ხაინდრავა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.