ავტორი ანა ნონიკაშვილი
„პაატა ბურჭულაძის ოფისში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის 150 ნომერში, რამდენიმე დღეა მიმდინარეობს დაპირისპირება",- ამის შესახებ „რეპორტიორს" სანდო წყარომ განუცხადა.
წყაროს ინფორმაციით, მცხოვრებლები არიან შეწუხებული, რადგან 50-მდე ადამიანი შეიკრიბა ოფისის წინ და ითხოვდნენ ხელფასებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ აუღიათ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
დაპირისპირება ამ დროისთვისაც გრძელდება. როგორც სანდო წყარო იუწყება, პაატა ბურჭულაძემ ოფისი დატოვა.