logo_geo
eng_logo
CNN: პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს
- +

7 აპრილი. 2023. 19:31

პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.

CNN-მა შეისწავლა Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელებული ზოგიერთი სქრინშოტი, მაგრამ ვერ გადაამოწმეს, არის თუ არა ის ავთენტური.

პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე, საბრინა სინგჰი კომენტარს არ აკეთებს დოკუმენტების ლეგიტიმურობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ თავდაცვის დეპარტამენტი ინფორმირებულია სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების შესახებ და დეპარტამენტი სწავლობს ამ საკითხს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა CNN-ს განუცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ რუსები დგანან სავარაუდო გაჟონვის უკან და რომ მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტები არაავთენტურია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner