logo_geo
eng_logo
FT: ბრიტანულმა კომპანიამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტრონიკა, მათ შორის სანქცირებული პროდუქცია შეიტანა
- +

7 აპრილი. 2023. 19:32

ბრიტანულმა კომპანია Mykines Corporation-მა ბოლო წელიწადის განმავლობაში რუსეთში მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტრონიკა, რომლის დიდი ნაწილიც სანქცირებული პროდუქციის ჩამონათვალშია შეტანილი. ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი წერს.

გამოცემის ჟურნალისტები გაეცნენ საბაჟო სამსახურის დოკუმენტებს, საიდანაც ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Mykines Corporation-მა რუსეთში ნახევარგამტარები, სერვერები, ლეპტოპები, კომპიუტერის ნაწილები, სატელეკომუნიკაციო ქსელური აღჭურვილობა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა. კერძოდ, საუბარია Huawei-ის, Intel-ის, AMD-ის, Apple-ისა და Samsung-ის პროდუქციაზე.

რუსეთში შეტანილი პროდუქციის საერთო ღირებულება დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია, მათ შორის სანქცირებული პროდუქციის ღირებულება 980 მილიონ დოლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ Mykines Corporation-მა რუსეთში პროდუქცია ომამდეც შეჰქონდა, თუმცა სანქციების დაწესების შემდეგ მისი გაყიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა.

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ რამდენიმე კონტრაგენტის შუამავლობით ამ პროდუქციის ნაწილის მიმღები შესაძლოა ყოფილიყო რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხი“, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს მათ შორის სამხედრო შეიარაღებას, კერძოდ, საავიაციო ტექნიკას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner