logo_geo
eng_logo
ჩინეთის სახელმწიფო მედია: სი ძინპინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ არავის ინტერესშია უკრაინაში ომის გაჭიანურება
- +

7 აპრილი. 2023. 20:03

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ „არავის ინტერესშია უკრაინის ომის გაჭიანურება“. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„სი ძინპინმა განაცხადა, რომ ყველა დაკავშირებული მხარისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია ცეცხლის შეწყვეტა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა „ერთადერთი სწორი გზაა“, რაზეც პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner