logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: თუ მტკიცებულებები არსებობს, ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პერიოდზეა საუბარი, იმიტომ რომ სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები, რომლებიც 2007 წლიდან ასრულებდნენ ამ მოვალეობას
- +

7 აპრილი. 2023. 20:40

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, თუ მტკიცებულებები არსებობს, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა პერიოდზეა საუბარი, იმიტომ რომ სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები, რომლებიც 2007 წლიდან ასრულებდნენ ამ მოვალეობას.

„კორუფცია საკმაოდ მძიმე ბრალდებაა - ასეთი ბრალდების გაჟღერებას სჭირდება მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არსებობს, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა პერიოდზეა საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ სანქცირებულთა შორის მოსამართლეები, რომლებიც 2007 წლიდან ასრულებდნენ ამ მოვალეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , თუ რა არის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების საფუძველი“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner