logo_geo
eng_logo
„საერთო სასამართლოები და სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოც, თავს აღწევენ „ნაციონალური მოძრაობის“ უხეშ მმართველობას“
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:35



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილ აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ივარაუდა, რომ „პაპუაშვილის წასვლამდე მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება".



მისი თქმით, საერთო სასამართლოებიც და სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოც, თავს აღწევენ „ნაციონალური მოძრაობის" უხეშ მმართველობას.


 

ძალიან ცუდია, რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში ახერხებენ, ერთმანეთს უპასუხონ. ამავდროულად, თუ ვინმეს აქვს ანალიზის უნარი, ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს, რა ხდება რეალურად, თუმცა მე თავს შევიკავებ, რამეთუ სასამართლოა და ყველაზე დიდ სირთულედ და ყველაზე დიდ მონაპოვრად სასამართლო მიმაჩნია. ნახეთ, როგორ ექცევიან საერთო სასამართლოს, მხოლოდ ერთი მიზეზით - ვეღარ იყენებენ ისე, როგორც იყენებდნენ.

ყველაფერს მე მაბრალებენ, ივანიშვილია ყველაფრის მტერი და დამაქცევარიო, ამბობენ, რის საფუძველზე და რისთვის უნდა ვაკონტროლებდე სასამართლოს? რატომ მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სასამართლოს აქვს ლომის წილი. სასამართლოში არის პრობლემები, მაგრამ ნახეთ შედარება, რა იყო ადრე და რა არის დღეს. იმიტომ ამბობენ, ივანიშვილი აკონტროლებსო, რომ თვითონ ვერ იყენებენ, მე რაში მჭირდება? ანდა კიდევ, თუკი ვინმე კანონმა დასაჯა, იმ წუთში ამბობენ, ივანიშვილმა დასაჯაო, - ერთადერთი ამ შემთხვევაში ჩემზე შეიძლება იმ მხრივ გაკეთდეს აქცენტი, რომ სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში, მოსამართლეებმაც დაინახეს. დღეს მთავრობა სასამართლოს არ აკონტროლებს და არც აქვს ამის მცდელობა გიორგი კვირიკაშვილს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner