logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ სტუმრად მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
- +

8 აპრილი. 2023. 00:06

 

 

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის შეხვედრა „ნაპოლიმ“ „ლეჩესთან“ სტუმრად ჩაატარა და 2:1 მოიგო.

 

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო. „ნაპოლიმ“ კი თამაში კარგად დაიწყო და მე-18 წუთზე ჯოვანი დი ლორენცოს ზუსტი თავური დარტყმით დაწინაურდა.

 

ტაიმის ბოლოს კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ირვინგ ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ამ შანსით ვერ ისარგებლა.

 

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ დამშვიდებული ჩანდა და გოლიც გაუშვა – 52-ე წუთზე „ლეჩეს“ შეტევა ფედერიკო დი ფრანჩესკომ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და მასპინძლებს თამაშის მოგების იმედი დაუბრუნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner