logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: უეფა-ს აღმასკომში მარტო საქართველოს არ წარმოვადგენ, მაგრამ ამით ჩვენ ბევრი რამ გაგვიადვილდება
- +

8 აპრილი. 2023. 00:39

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლისაბონში გამართული უეფა-ს 47-ე კონგრესზე ისაუბრა, სადაც ის ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

 

„პირველად მოხდა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი უეფა-ს აღმასკომის წევრი გახდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. სტაბილურობა სფფ-ში, ჩემი წარსული და კარიერა – ამან გავლენა იქონია. ეს დიდი აღიარებაა და ძალიან მიხარია.

 

უეფა-ში ჩვენი კოლეგები ხედავენ, თუ რა ხდება საქართველოში. თუნდაც ის, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ – ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება და ამ უფლებას უბრალოდ არავინ დაგითმობს. ეს უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, რითიც ძალიან ამაყი ვარ.

 

ბოლო წლების ერთ-ერთი გამოწვევა საკლუბო და ქალთა ფეხბურთია, ამ კუთხით აქტიური ვიქნები. აღმასკომში მარტო საქართველოს არ წარმოვადგენ, მაგრამ ჩემი იქ ყოფნა ბევრ რამეს გაამარტივებს, მათ შორის, პროგრამების, ფინანსებისა და საკლუბო ფეხბურთის განვითარების კუთხით.

 

უეფა-ს პრეზიდენტად ალექსანდრ ჩეფერინი მესამედ აირჩიეს. მის გზავნილებში მკაფიოდ იკითხებოდა, რომ სუპერლიგა ფეხბურთისა და მისი მასობრიობისთვის კარგი არ არის. მინიშნება იყო პატარა ქვეყნებზე, როგორიც ჩვენ ვართ, რომ ეს პროექტი პრობლემებს შეუქმნის და დააზიანებს ფეხბურთს. ამაზე ევროპარლამენტშიც ისუბრეს. ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან ევროპული ფეხბურთის პრინციპს, ერთიანობასა და სოლიდარობას ეწინააღმდეგება“ – განაცხადა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner