ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ბრუკლინთან“ 84:101 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:23 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 15 მოხსნა და 1 გადაცემაა.
81 მატჩის შემდეგ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 9 აპრილს, „მაიამის“ წინააღმდეგ გამართავს.