logo_geo
eng_logo
გოგა ბითაძემ „ბრუკლინთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა
- +

8 აპრილი. 2023. 10:17

 

 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ბრუკლინთან“ 84:101 დამარცხდა.

 

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25:23 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 15 მოხსნა და 1 გადაცემაა.

 

81 მატჩის შემდეგ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 9 აპრილს, „მაიამის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner