logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკარების პრობლემასთან დაკავშირებით მთავრობა გააგრძელებს მუშაობას
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:37


 

„იპოთეკარების პრობლემა ძალიან რთული პრობლემაა მთელი საქართველოსთვის", - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან". მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხზე გააგრძელებს მუშაობას და მაქსიმალურად შეეცდება რაიმე შედეგის მიღწევას.


„არჩილ ხაბაძე ამ მხრივ იყო გამორჩეული და მე მხარს ვუჭერდი მას. სადაც მოხერხდა და ვისაც ჰქონდა გადახდისუნარიანობა, გაგრძლებაზე ბევრი იმუშავა და ნაწილს გაუგრძელა. ამის გამო, ხაბაძე კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ. რაც აქამდე არ კეთდებოდა საქართველოში, ხაბაძე გამორჩეულად ცდილობდა და მეც მხარს ვუჭერდი ამ მხრივ, მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ-თქო, ვერ დავიტრაბახებ.

 

საერთოდ ეს იპოთეკური პრობლემა ძალიან დიდი პრობლემაა მთელი საქართველოსთვის და შევახსენებ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ ის, რაც გაკეთდა ჯანდაცვაში, საოცრება იყო და ძირითადი რესურსები სწორედ აქეთ მიემართა, რაც ჰქონდა ბიუჯეტს ჩემი პრემიერობის დროს და ძალიან ბევრი იპოთეკარი სწორედ ამ მიზნით არის იპოთეკარი, რომ სახლი ჩადო, რომ რთული ოპერაცია დაეფინანსებინა და არიან გაჭირვებულ დღეში. საუბედუროდ, თანაგრძნობის მეტი გამოსავალი დღეს ვერ ვნახეთ, ამ ყველაფრის უკან ბანკებიც დგანან. მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, თუ რამე გამოსავალი ნახეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner