სოციალურ ქსელებში ვრცელდება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს ეხება. ამის შესახებ The New York Times წერს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონი შეშფოთებულია ბოლო დღეებში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის უკვე მეორე შემთხვევის გამო.
ანალიტიკოსების ცნობით, ღია წვდომაში 100-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აღმოჩნდა.
ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა ინფორმაციის გაჟონვას „ხუთი თვალის” ალიანსისთვის (AUKUS - დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა) საშინელება უწოდა.
7 აპრილს პენტაგონში განაცხადეს, რომ უწყება უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.