logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში - ფოტოები
- +

8 აპრილი. 2023. 13:25

 

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობენ, რათა განავითაროს ე.წ. მწვანე კორიდორი. პრემიერის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია.

 

როგორც ილჰამ ალიევმა ღარიბაშვილთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი იზრდება ყოველდღიურად.

 

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

 

ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, სადაც მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner