logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ გამოსცადეს წყალქვეშა საბრძოლო დრონი, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია
- +

8 აპრილი. 2023. 14:13

 

 

ჩრდილოეთ კორეამ Haeil-2 ტიპის წყალქვეშა საბრძოლო დრონის მორიგი გამოცდა ჩაატარა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობას ფხენიანის სახელწიფო საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დრონი წყალქვეშა იერიშებისთვისაა განკუთვნილი. ბირთვული იარაღის გადამტანი წყალქვეშა დრონის პირველი გამოცდა ფხენიანმა მარტში ჩაატარა.

 

ჩრდილოკორეული მხარის ინფორმაციით, დრონმა წყალქვეშ 71 საათი გაატარა, რის შემდეგაც სამხედროებმა მისი სატესტო ბირთვული მუხტი ააფეთქეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner