logo_geo
eng_logo
ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:39



ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, მაიაკოვსკის სკვერში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.


დავით ნარმანიას თქმით, მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება. რაც შეეხება მორატორიუმის ხანგრძლივობას, თბილისის მერის განცხადებით, მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება შემოღებული.


„მორატორიუმი, რაც ჩემი მხრიდნ იყო გამოცხადებული, გაგრძელდება. მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ხეების მოჭრას, ის არ ეხება ხეების ფორმირებას და არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა. მასზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებზე  ფართო საზოგადოებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, მერია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად იმსჯელებს გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner