logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ სწორი კრიტერიუმებითა და პრინციპებით განვითარდნენ, ასწავლიან ისეთ რამეს, რაც დემოკრატიასთან თავსებადი არ არის
- +

8 აპრილი. 2023. 14:30

 

 

ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ და სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ამას ცდილობენ არა არჩევნების გზით, რაც არის ერთადერთი თავსებადი მოდელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, არამედ რევოლუციური სცენარების განვითარების გზით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ამისთვის, რა თქმა უნდა, ისინი „წარმატებით“ იყენებენ გარკვეულ ენთუზიასტებს - ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი კარიერა ააწყონ. სამწუხაროდ, ამ მოვლენებს ვადევნებთ თვალს. სინამდვილეში, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ სწორი კრიტერიუმებითა და პრინციპებით განვითარდნენ, ასწავლიან ისეთ რამეს, რაც დემოკრატიასთან თავსებადი არ არის, მაგრამ ეს არის იმ დესტრუქციული გეგმების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც აქვს ოპოზიციის დიდ ნაწილს. ეს გეგმები უკავშირდება ხელისუფლების დამხობას“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner