ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები საბრძოლო მომზადების შემოწმებით დაიწყო, რის შემდეგაც სამხედროები პოლიგონებზე და უცნობ ტერიტორიაზე გაიყვანეს.
ე.წ. თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნების ძირითადი მიზანი შტაბებისა და ჯარების მზადყოფნის და მათი ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა.