logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ბოლო პერიოდში, ვხედავთ მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებს და მცდელობას, თითოეული ჩვენგანის ფრაზა იმგვარად მოჭრან, რომ თითქოს ჩვენ ახალგაზრდებს ვამუნათებთ
- +

8 აპრილი. 2023. 17:40

 

 

ბოლო პერიოდში, ვხედავთ მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ქუჩაში გამოყვანილ ახალგაზრდებს და სულ ცდილობენ, პრემიერიდან დაწყებული, თითოეული ჩვენგანის თითოეული ფრაზის მოჭრას და იმგვარად გადაცემას, რომ თითქოს ჩვენ ახალგაზრდებს ვამუნათებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„შემიძლია ხაზგასმით გითხრათ - იქ (7-9 მარტის აქცია) ბევრი ახალგაზრდა იყო, რომელიც გულწრფელად აპროტესტებდა რაღაცას, ვიღაც იბრძოდა, ვიღაც ანარქისტობდა, ვიღაც რაღაცას აპროტესტებდა. ტრენინგებზე, სწორედ ამისი ინფორმაციული გაშლა მიდის, ამაში ახალგაზრდების დატრენინგება მიდის და ეს შეფარულია ხან ლიბერალებზე საუბრით და ხან სხვა საკითხებზე, რომელიც ასევე არ არის ლეგიტიმური ლეგიტიმური დღის წესრიგის ქვეშ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner