logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო
- +

8 აპრილი. 2023. 18:15

 

 

საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, როგორც დღეს არის და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი. საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო. თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვნახავთ, რომ ამ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არც ერთი მტკიცებულება, მხოლოდ და მხოლოდ ეს შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისთვის, რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყნის მეგობარი. აი, ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლადმიუღებელი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner