logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: იენს სტოლტენბერგის მიმართვა უკრაინისადმი არის მკვეთრი მესიჯი, რომ ჩვენც NATO-ში გაწევრიანებაზე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე არც უნდა ვიოცნებოთ
- +

8 აპრილი. 2023. 18:40

 

 

„გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მიმართა, ჯერ მოიგეთ ომი რუსეთთან და შემდეგ ვისაუბროთ NATO-ში გაწევრიანებაზეო. ისმის კითხვა, უკრაინას NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის პროცესში სჭირდება თუ გამარჯვების შემდეგ?“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

 

მისივე თქმით, სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.

 

„NATO-ს გენერალური მდივნის ეს მიმართვა არის მკვეთრი მესიჯი ჩვენს მიმართაც, რომ ჯერ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და შემდეგ ვიფიქროთ NATO-ში გაწევრიანებაზე. ანუ, გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ.

 

ქართველებისთვის ეს დამოკიდებულება დიდი ხანია უკვე ცხადია. ცხადია ისიც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ისევ ოკუპანტთან ურთიერთობისკენ მიგვითითებენ. ჩვენ კი NATO-ს წევრობა სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვსურდა. რადგან ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საბოლოოდ მარტო ვრჩებით ჩრდილოელ მეზობელთან, ამიტომ ჩვენვე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევძლოთ საქართველოს გამთლიანება.

 

დღეს მიმდინარე გლობალური პროცესები ამაზე რეალური ფიქრისა და ქმედების საბაბს გვაძლევს“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner