„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული სასამართლოში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა ალოგიკურია, მაგრამ ამის მიღმაც მთავარი და თვალშისაცემი საკითხი რაც არის, არის ის, რომ ყველა ვხედავდით სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა მსხვილი კამპანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული სასამართლოში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი. ეს არ შეიძლება გვინდოდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მათი განცხადებით, სასამართლო სისტემაში, ხარვეზებს გამოავლენს. თუმცა ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, კომისიის შექმნას, რადგან ამისთვის მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველ გუნდში, კი მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო კომისიებს, სულ სხვა ფუნქციები აქვს.