logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სწორედ იმის გამო, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია
- +

8 აპრილი. 2023. 22:12

 

სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან იყო მოთხოვნა, დაზუსტებულიყო, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნებოდა აშშ-ის გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანი იყო ეს დაზუსტება. ჩვენ იცით, რომ მოვითხოვეთ დაზუსტება, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო მდივნის სახელით და აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. იყო ბევრი შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები – ნული მტკიცებულებები, ეს გაირკვა, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე საჯაროდაც. ნახეთ, სატელევიზო ინტერვიუები აშშ-ის ელჩთან, იქაც ნული მტკიცებულებაა. გაუგებარია, როგორ შეიძლება, ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყარო ნიშნავს გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყუროთ, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს. როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი. ამას ხომ ჩაძიება და მოკვლევა სჭირდება, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს გაირკვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, სწორედ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ. ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში, ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner