საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს.
„ჩემდა გასაოცრად, ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთა. ერთი - ახალი რაც შექმნეს, სადაც არიან ვაშაძე, კუბლაშვილი და ა.შ. იქვე შევიდა ბურჭულაძე, მეორე - რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.
ბურჭულაძე და მისი განცხადებები გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა „ნაციონალურ მოძრაობას", მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მას სტრუქტურას. დღესაც, ნახეთ, როგორი გაერთიანება მოხდა. როდესაც ბურჭულაძეზე მეკითხებოდნენ, მუდამ ვამბობდი, რომ არ ეცრუა მას. როგორც იქნა გაიგო, შეიგნო და მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს, მგონი, აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან" იყო მართული, ისინი ულაგებდნენ, მათგან მოვიდა და პრინციპში, იქაც მივიდა. ამ მხრივ, მგონი, კითხვა არ არსებობს.
რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, დავით ბერძენიშვილსა და დავით თარხან-მოურავს, მგონი, ეს სამივე ერთი დონეა. მათ შორის ლიდერს ვერ გამოვყოფდი. ვარშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა თქვას..."- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.