logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი, ამას ხომ ჩაძიება, მოკვლევა, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა
- +

8 აპრილი. 2023. 23:41

 

სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მოითხოვა, რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დაზუსტება. იცით, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით. აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს, სინამდვილეში არ არსებობს არცერთი ფაქტი. იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, სხვა შეხვედრები, ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები - ნული მტკიცებულებები. ეს ყველაფერი გაირკვა როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ისე საჯაროდაც. ნახეთ ალბათ სატელევიზიო ინტერვიუები ამერიკის ელჩთან, იქაც დაისვა კითხვები და არავითარი მტკიცებულება, გაუგებარია, როგორ შეიძლება ღია წყაროზე დაყრდნობით, ღია წყაროა ან გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყურო, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს, როგორ შეიძლება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი. ამას ხომ ჩაძიება, მოკვლევა, გამოძიება ჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს ყველაფერი გაირკვა და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, საბოლოო ჯამში ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ, ანუ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ეს შეტევა წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან.

„მე უფლება არ მაქვს ვისაუბრო დეტალებზე, მაგრამ რეალურად რაც გაირკვა, მათ შორის სატელევიზიო ინტერვიუდან და ანალოგიური იყო ორმხვრივ შეხვედრაბზე, ვერავითარ წყაროებზე მითითება ვერ ხდება, რაც შეგვიძლია უბრალოდ ვივარაუდოთ, ეს არის ენჯეოების და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ათასი დეზინფორმაცია.

თქვენ იცით, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ეს შეტევა არსებითად წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან. ეს ერთი სუბიექტია რა თქმა უნდა, ეს არის ნაცმოძრაობა ფართო გაგებით, რადიკალური ოპოზიცია, ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები და ენჯეოები. სინამდვილეში რეალურად ეს არის ერთი სუბიექტი და მათი მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ღია წყარო შეიძლება იყოს მთავარი არხი მაგალითად, ტვ პირველი, ნაცმოძრაობის საკუთრებაში არსებული ტელევიზიები, ღია წყარო შეიძლება იყოს მათ შორის ენჯეოს დასკვნა, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ენჯეოები არიან სინამდვილეში უცხოელი აგენტები, არავითარი ფასი არ აქვს მათ დასკვნას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner