logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარ თავს რომ უფლებას აძლევენ ისაუბრონ სასამართლოს თემაზე, ეს დაახლოებით ასეთი ვითარებაა, ტილს რომ ფეხზე დაისვამ
- +

8 აპრილი. 2023. 23:43

 

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ თავს რომ უფლებას აძლევენ, საერთოდ ისაუბრონ სასამართლოს თემაზე, ეს უკვე დაახლოებით, ასეთი ვითარებაა, ტილს რომ ფეხზე დაისვამ, უხეში შედარება რომ გამოვიყენოთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ეს არის „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი შეფასება. ეს არის ფეხზე დასმული ტილი, რომელიც ცდილობს, ცოტა უფრო მაღლა აცოცდეს, მაგრამ ჩვენ მათ არც ერთ სანტიმეტრით არ მივცემთ ოდნავ მაღლა აცოცების საშუალებას. სადაც არიან დასმული, იქ უნდა ისხდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ჩვენ მათ არავითარ საშუალებას არ მივცემთ, რომ ისაუბრონ სასამართლოს თემაზე.

როგორც არ შეიძლება, ვირმა კრიალოსანზე ისაუბროს, ისე არ შეიძლება, ბეჟაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ისაუბრონ სასამართლოზე. აქედან გამომდინარე, მათ ინიციატივებსაც, რა თქმა უნდა, არავითარი მხარდაჭერა არ ექნება. რა ხანდაზმულობაზეა საუბარი, როდესაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება შეეწირა მათ დანაშაულს?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner