ჩვენ ვხედავთ მის ცოტა გაუგებარ განცხადებებს, რაც ძალიან მოხშირებულიაამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზესაუბრისას განაცხადა.
„ჯობდა, ჯერ დაეწყო საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე და მერე შეიძლება, მეტნაკლებად გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები, მაგრამ ჯერ დაიწყო საუბარი ამაზე. ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, მოითხოვოს სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ“ - განაცხადა კობახიძემ.