logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა, ვიდრე ვთქვი წინასაარჩევნო დაპირებაში
- +

1 სექტემბერი. 2016. 13:45


 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ბოლო 4 წლის მანძილზე, რეგიონებში გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა, ვიდრე წინასაარჩევნო დაპირებებში იყო საუბარი.



ივანიშვილის თქმით, აჭარაში გაიზარდა როგორც ინვესტიციების, ასევე მშენებლობების რაოდენობა. მისი თქმით, გაზრდილია ტურიზმის მონაცემებიც. 



რა თქმა უნდა, კარგად ვიცი, რამდენი გაჭირვებული ადამიანია და ყველა მოქალაქემ იცის ეს, მაგრამ ეს არ არის მთავრობის მუშაობის რეალური შეფასება. როდესაც ამბობენ, რომ გაჩერდა აჭარა, რის საფუძველზე ამბობენ ამას? ინვესტიციები გაიზარდა, ტურიზმი 80%-ით გაიზარდა. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 წელში 200 სასტუმრო ააშენა, 4 წელიწადში 170 საწარმო აშენდა და 6 ათასი დამატებითი ადგილი გაჩნდა აჭარაში.

41 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა 4 წლის განმავლობაში. 8 წლის მმართველობის განმავლობაში 11 თუ 17 ახალი  საწარმო გაიხსნა ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის განმავლობაში. ციფრები აბსოლუტურად საპირისპიროს საუბრობენ.

 

მახსოვს, პირველ წელიწადს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირველ თვეებში მეუბნებოდნენ, სად არის ის 60 საწარმო, მერე ეს 100 გადააქციეს. მე მართლაც ვთქვი წინასაარჩევნო დაპირებაში, რომ თითოეულ რეგიონში მართლაც აშენდეს თითო საწარმო, საშუალო ან მცირე, მართლაც ვთქვი 60, მერე 100-ად გადააქციეს და ვიდრე ვიყავი პრემიერი, 6 თვის განმავლობაში მიტევდნენ, აბა სად არის, დღეს რატომ აღარ კითხულობენ? რადგან გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა, გარემონტდა 1000-მდე, ახალი საწარმოც გაცილებით მეტია, ვიდრე 100, როგორც მე მახსოვს, 135-მდე ახალი, გარემონტებასთან და აღდგენასთან ერთად 1000 საწარმომდე მოხდა განახლება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner