logo_geo
eng_logo
კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
- +

9 აპრილი. 2023. 13:16

 

 

 

კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საზეიმო წირვა აღავლინა. პონტიფიკოსმა ქადაგებისას დაგმო ომი და უსამართლობები და მორწმუნეებს მოუწოდა, მიმართონ ღმერთს უმწეობის შეგრძნების დასაძლევად.

 

„ზოგჯერ ჩვენ შეიძლება, უბრალოდ, ვიღლებით ყოველდღიური რუტინით, ვიღლებით რისკზე წასვლით ცივ, რთულ სამყაროში, სადაც მხოლოდ ჭკვიანები და ძლიერები აღწევენ წარმატებას. ზოგჯერ, შეიძლება, უიმედოდ და უმწეოდ ვიგრძნოთ თავი ბოროტების, კონფლიქტების წინაშე, გულგრილობის წინაშე, რომელიც თითქოს ჭარბობს საზოგადოებაში და ანგრევს ურთიერთობებს, ავრცელებს უსამართლობასა და ომის ყინულოვან ქარებს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

 

რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მორწმუნეებს ტრადიციული „ურბი ეთ ორბი“ ქადაგებით მიმართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner