აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
მადლობა თავისუფლებისთვის!“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.