logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვიდეო-ჩანაწერიც რომ არ იყოს, ხომ ვიცით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი - ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტი
- +

9 აპრილი. 2023. 19:18

 

 

ეს ვიდეო-ჩანაწერიც რომ არ იყოს, ხომ ვიცით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი - ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტი. ეს ადამიანები უქადიან ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას, არეულობას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს რადიკალების დესტრუქციულ მიზნებზე საუბრისას განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა ვიდეო-მასალაზე, რომელიც ყვარელში, ერთ-ერთი შეკრებისას არის გადაღებული. მასში პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრები, სისხლიან რევოლუციაზე საუბრობენ.

 

„ეს ჩანაწერიც რომ არ იყოს, ხომ ვიცით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი - ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტი. ეს ადამიანები უქადიან ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას, არეულობას. ესაა სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ. ამას ყველაფერს სათავეში უდგანან ადამიანები სრულიად დისკრედიტირებული წარსულით, აწმყოთი და თუ მომავლისკენ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ ამათი ადგილი საზოგადოებაში არ უნდა იყოს მონანიების გარეშე და მონანიებას კი ამ ადამიანებისგან არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner