logo_geo
eng_logo
პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, პოეტ დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწის” ფრანგული ვერსიის განხილვა გაიმართა
- +

9 აპრილი. 2023. 20:03

 

 

პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ასოციაცია „ფრანგულმა რენესანსმა“ პოეტ დავით მაღრაძეს და მისი პოემის „ბარაქიანი მიწა” ფრანგულ ვერსიას უმასპინძლა.

 

შეხვედრა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „სილქნეტის“ ორგანიზებით შედგა.

 

წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ: „ზღვის იქითა აკადემიის“ პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი, გამომცემლობა- Edition Du Cygne-ს რედაქტორ- გამომცემელი პატრის კანოსე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

 

ფრანგმა მსახიობმა ალან რიბერამ და დათო მაღრაძემ აუდიტორიას ფრანგულ- ქართული პერფორმანსი შესთავაზეს და „ბარაქიანი მიწიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner