logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბოროტი მიზნები რომ აღასრულონ და სისხლიანი რევოლუციის რაღაც თეორიული შანსი რომ გაუჩნდეთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ უნდა მიიღოს
- +

9 აპრილი. 2023. 20:50

 

 

„რა ფორმითაც არ უნდა გააშარჟონ, ხან ირონიული კომენტარები წერონ, ხან პიარულად, როგორღაც ეს ამბავი გვერდზე გაწიონ, ყველა შემთხვევაში, სიტყვებს ვერსად წაუვლენ. მათ ტრენინგზე ითქვა - სისხლიანი რევოლუცია. ორ სიტყვაში ასახეს ყველაფერი, რაც უნდათ და რისკენაც ილტვიან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“

 

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ვიდეო-მასალაზე, რომელიც ყვარელში, ერთ-ერთი შეკრებაზეა გადაღებული. მასში პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრები, სისხლიან რევოლუციაზე საუბრობენ.

 

„ორ სიტყვაში ასახეს ყველაფერი, რაც უნდათ და რისკენაც ილტვიან და რაც მათ ფიქრებში უკრაინიზაციის გეგმაში წარმატებით ჯდება. ის, რომ ახლა მოლოდინი აწიონ. შემდეგ ამ მოლოდინის პარალელურად კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ, ამაზე იმუშაონ. კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემდეგ, მათი გათვლებით, ამაზე რევოლუცია უნდა მოახდინონ და როგორც ტრენინგებზე თავად თქვეს, სისხლიანი. ამ რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში იქნება ქაოსი, მეორე ფრონტი და უკრაინიზაცია და შედეგი რა შეიძლება იყოს? ერთადერთი - რუსული ტანკები საქართველოში. ბოლოს აქ მივდივართ. გვინდა-არ გვინდა, რაც არ უნდა დრამატულად მოეჩვენოს ეს ყველაფერი ვინმეს, აქეთ მიდიან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

 

საქართველო კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს კი არა, ან რომ ვერ მიიღოს - ვერ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და შემდეგ აგრძელებენ საუბარს. ეს ნიშნავს, რომ მათი გეგმის ნაწილი არის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, რისთვისაც ისინი და მისი პატრონები ყველაფერს აკეთებენ. ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ „ნაცმოძრაობასაც“ ეჯიბრება იმაში, რომ უფრო მეტად რადიკალურები იყვნენ. ეს ბოროტი მიზნები რომ აღასრულონ და სისხლიანი რევოლუციის რაღაც თეორიული შანსი რომ გაუჩნდეთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ უნდა მიიღოს. ვის შეიძლება სჯეროდეს, რომ მათ კანდიდატის სტატუსის მიღება გულწრფელად უნდათ და ამის პარალელურად თავის ბოროტ გეგმებზე ოცნებობდნენ, ხომ წარმოუდგენელია?!“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner