თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ტაქსების რეგულირება ქალაქში ჯერჯერობით არ ხდება, ამიტომაც, „იანდექს ტაქსს" თბილისის მერიისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, რაიმე სახის ნებართვა მერიის მხრიდან გაცემული არ ყოფილა.
მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას ასეთი ბიზნესის წარმოების უფლება აქვს.
„თუ შესაბამისი ორგანოების მხრიდან თბილისის მერიიდან რაიმე სახის ინფორმაცია იქნება მოთხოვნილი ან ჩვენი მხრიდან ვინმეს განმარტებები დაჭირდება, რასაკვირველია, ისინი ამას დაუყოვნებლივ მიიღებენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.