logo_geo
eng_logo
დიმიტრი გვრიტიშვილი: ძირითადად არასამთავრობო სექტორის მეშვეობით რომ მოქმედებს აშშ-ის საელჩო, ეს უკვე გამჟღავნებული სქემაა
- +

9 აპრილი. 2023. 21:29

 

 

„ძირითადად არასამთავრობო სექტორის მეშვეობით რომ მოქმედებს [აშშ-ის] საელჩო, ეს უკვე გამჟღავნებული სქემაა“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

 

„მათი მთავარი პერსონა, საელჩოსა და არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაციის უზრუნველმყოფი, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ თანამდებობაზეა, არის გიორგი ჩხეიძე. ელჩები მიდიან და მოდიან, ეს პირი სულ არის. მანამდე მის პროგრამას ერქვა „პროლოგ“, დღეს ჰქვია „კანონის უზენაესობის პროგრამა“, თუმცა ფუნქციები და მიზნები არ შეცვლილა და ხელმძღვანელად ისევ ეს ადამიანი დარჩა. 25 მილიონი დოლარის დაფინანსება აქვს, როგორც ვიცი. ამ 25 მილიონის გამოყენება არ ხდება სასამართლოს სასიკეთოდ, ხდება ამ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება. მისი შეხედულებებით ანაწილებს [თანხას]“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner