logo_geo
eng_logo
მიხეილ დონდუა: საქართველო უფრო მეტად მიისწრაფვის და იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის ბაზარზე - უფრო ძლიერად, უფრო მყარად
- +

9 აპრილი. 2023. 22:13

 

 

„საქართველო უფრო მეტად მიისწრაფვის და იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის ბაზარზე - უფრო ძლიერად, უფრო მყარად“, - ამის შესახებ მიხეილ დონდუამ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ისტორიულ მაქსიმუმზე იყო შარშან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი. 200 მილიონი დოლარით მეტი ვივაჭრეთ ევროკავშირში, ვიდრე რუსეთში. რუსეთში 3%-ით შემცირდა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი და 16%-ით გაიზარდა ევროკავშირში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი“, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

 

მან ასევე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაზე ისაუბრა.

 

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ორი თანამშრომელი სერტიფიცირებულია როგორც სანქციების აღსრულების ექსპერტი საქართველოში. სპეციალური ტექნოლოგიები ვიყიდეთ და დავამონტაჟეთ ადგილებში, სადაც მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს ყველა საბაჟო პროცედურა. საქართველოს მხრიდან ათასზე მეტი უკან გაბრუნებული ტვირთი არის და 600-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც სანქცირებული ტვირთის შემოტანაზე იყო განაცხადი შემოსული და საქართველომ უარი განაცხადა“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner