logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცებს“ ვერც რეგიონებში სიარულმა და ვერც რიკოთის გზის გახსნამ უშველა, ხაბესა და მის გუნდს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ გამოჰყავთ მიტინგზე და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ
- +

9 აპრილი. 2023. 22:37

 

 

„ფარსი დღევანდელი აქციაა, აზვირთებული ტალღა მოდისო და რიკოთის გზა სპეციალურად ჩაგვიკეტესო. არადა, დღეს გაიხსნა ეს გზა. „ნაცებს“ ამანაც არ უშველა და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

„ამბობენ ისტორია მეორდებაო... 34 წლის წინ, 9 აპრილის დიდმა ტრაგედიამ, უდიდესი გამარჯვება მოუტანა ქართველ ხალხს. ფარსი კი დღევანდელი აქციაა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული. აზვირთებული ტალღა მოდისო და რიკოთის გზა, სპეციალურად ჩაგვიკეტესო. არადა, დღეს გაიხსნა ეს გზა. „ნაცებს“ ამანაც არ უშველა და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ...საშემოდგომო გამოჰყვება აშკარად ქურქუმალ ვაითს.

 

ნიკა მელიას რითაც ებრძოდა და ებრიქებოდა, მასზე უარესი დაემართა. ჯერ იყო და, სათითაოდ შემოიარა რეგიონები, მაგრამ ხალხი არ არის... ხაბესა და მის გუნდს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ გამოჰყავთ მიტინგებზე. დღევანდელ დღეს, გვირგვინის მატარებელი კაცი ვერ იპოვეს და გოგოს მოატანინეს 9 აპრილის მემორიალზე... კეზერამ და ვანომ ტყუილად დადეს ფსონი ხაბეზე, ახლა მთავარია, ჰუალინგის ბინა არ დააბრუნებინონ და გაკეთებული კბილები არ ამოაძრონ, თორემ ისეთი ამბები დატრიალდება „ნაცების“ „ღიმილიანი საქართველო“ მონაგონი იქნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner