logo_geo
eng_logo
ახალციხესა და ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გარბენი გაიმართა
- +

9 აპრილი. 2023. 23:05

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ახალციხესა და ვაზიანში გარბენი გაიმართა. აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ახალციხეში, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.

 

მარათონს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდებიან და დისლოკაციის ადგილების მიხედვით დასახლებულ პუნქტებში გარბენებს განახორციელებენ. სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner