logo_geo
eng_logo
მამარდაშვილის „ვალენსია“ კონკურენტ „ალმერიასთან“ დამარცხდა
- +

9 აპრილი. 2023. 23:25

 

 

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტს, „ალმერიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – 1:2.

 

ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მეკარე „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. 49-ე წუთზე გონსალო მელერომ დაბალ მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა  და „ალმერია“ დააწინაურა, 1:0.

 

მასპინძლების უპირატესობა 58-ე წუთზე სრჯან ბაბიჩმა გაზარდა – მამარდაშვილი გამოსვლაზე შეცდა და „ალმერიას“ მოთამაშემ ანგარიში 2:0 გახადა. „ვალენსიამ“ იბრძოლა და სამ წუთში სამუ კასტილეხომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:1 „ალმერიას“ სასარგებლოდ.

 

28 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 27 ქულით გასავარდნ ზონაშია, გუნდი მე-18 ადგილზე დაქვეითდა. „ალმერიამ“ (30 ქულა) კი „ღამურებს“ ამ გამარჯვებით გადაასწრო და მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner