logo_geo
eng_logo
„დინამო თბილისის“ აკადემია ვიტალი დარასელიას თასის მფლობელია
- +

9 აპრილი. 2023. 23:43

 

 

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემია გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური „სევილიის“ აკადემიის გუნდი 2:1 დაამარცხა.

 

„სევილიამ“ ფინალი კარგად დაიწყო და მე-10 წუთზე დაწინაურდა. ამის შემდეგ თბილისელები შეტევების ორგანიზებას ცდილობდნენ, მაგრამ ესპანელები ნახევარდაცვაში კარგად თამაშობდნენ, კარსაც კარგად იცავდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს.

 

„დინამომ“ მდგომარეობა მეორე ტაიმში გამოასწორა. 51-ე წუთზე ტურნირის მასპინძლებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში საბა სამუშიას ეფექტური თავური დარტყმით გაათანაბრეს, ხოლო 62-ე წუთზე, ისევ სტანდარტის გათამაშების შემდეგ სანდრო ფეიქრიშვილმა კიდევ უფრო ეფექტური დარტყმით თბილისელებს გამარჯვება მოუტანა – 2:1.

 

აღსანიშნავია, რომ „დინამო“ ზედიზედ მეორედ გახდა თასის გამარჯვებული. ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი იტალიური კლუბი დაუპირისპირდა – „ჯენოამ“ „მონცას“ 3:0 ძლია და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner