logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: როგორც მარტის დღეებში გამოჩნდა, ჩვენი სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტი არის შსს, ვახტანგ გომელაური, რომელმაც აჩვენა უმაღლესი სტანდარტი
- +

10 აპრილი. 2023. 00:20

 

 

რასაც მე ვუყურე მარტის დღეებში, როგორც გამოჩნდა, ჩვენი სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტანგ გომელაური, რომელმაც აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ევროპაში რომ არ არის, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ ურთულეს, ექსტრემალურ სიტუაციაში პოლიციამ. ასეთი თავშეკავებით, ასეთი ზომიერებით, ასეთი პროფესიონალიზმით. ამას ვერ ნახავთ საფრანგეთშიც კი, - ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE განაცხადა.

 

„მაგრამ სტაბილურობა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მხოლოდ სტრუქტურებზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს მზადყოფნაში, სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს აქტიური პოზიცია, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოებას, უმრავლესობას აქვს სხვა ხედვა. უმრავლესობას არ უნდა არეულობა, მორიგი რევოლუციები, ძალადობა და უბედურება“, - აცხადებს ბათიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner