logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ძალიან ცუდია, როდესაც ხდება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის 9 აპრილით ასეთი სპეკულირება, რომელსაც შინაარსობრივად ამ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვს
- +

10 აპრილი. 2023. 00:40

 

 

ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც ხდება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის 9 აპრილით ასეთი სპეკულირება, რომელსაც შინაარსობრივად ამ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მკრეხელობაა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციების, 9 აპრილის მოვლენებთან შედარება. ბათიაშვილის განმარტებით, 9 აპრილის მოვლენების მიზანი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება იყო.

 

„დღეს საზოგადოება რასაც უყურებს, ბრძოლა მიდის ძალაუფლებისთვის. არავითარი პოლარიზაციას ფართო საზოგადოებასა და ხალხში ადგილი არ აქვს.

 

გადით საზოგადოებაში, არავითარი ღირებულებებისა და იდეოლოგიების პოლარიზაცია არ არის. არის ერთი რამ, ძირითადი, წარმმართველი ამ პროცესის, რომ ერთ ძალა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეპყრობილია რევანშის იდეა-ფიქსით. რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა მობრუნდეს ხელისუფლებაში - რეალურად მეტი არაფერი ხდება. ამიტომ, როგორ შეიძლება რევანშის იდეა0ფიქსსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, რაიმე საერთო ჰქონდეს და პარალელი გავავლოთ?! ვიმეორებ, ეს მკრეხელობაა, რაიმე პარალელები გავავლოთ მათ შორის“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner