ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ლასკს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ბუნდესლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფის 24-ე ტურის შეხვედრაში „შტურმი“ 48-ე წუთზე ალექსანდრ პრასმა დააწინაურა, მაგრამ იბრაჰიმ მუსტაფამ (71-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა, ხოლო კეიტო ნაკამურამ (79) „ლასკს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ამჯერად ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და იგი მოედნიდან 77-ე წუთზე გაიყვანეს.
24 ტურის შემდეგ „შტურმი“ 24 ქულით ისევ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. გრაცელებთან ჩამორჩენა შეამცირა „ლასკმაც“, ამ უკანასკნელს ამჟამად 23 ქულა აქვს.