logo_geo
eng_logo
კიტეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „შტურმი“ კონკურენტთან დამარცხდა
- +

10 აპრილი. 2023. 00:55

 

 

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ლასკს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

 

ბუნდესლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფის 24-ე ტურის  შეხვედრაში „შტურმი“ 48-ე წუთზე ალექსანდრ პრასმა დააწინაურა, მაგრამ  იბრაჰიმ მუსტაფამ (71-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა, ხოლო კეიტო ნაკამურამ (79) „ლასკს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

 

ამჯერად ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და იგი მოედნიდან 77-ე წუთზე გაიყვანეს.

 

24 ტურის შემდეგ „შტურმი“ 24 ქულით ისევ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. გრაცელებთან ჩამორჩენა შეამცირა „ლასკმაც“, ამ უკანასკნელს ამჟამად 23 ქულა აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner