ლონდონში მიმდინარეობს კონფერენცია Star Wars Celebration, რომელიც „ვარსკვლავურ ომებს“ ეძღვნება. ამის შესახებ Deadline წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონფერენციის პირველ დღეს Lucasfilm-ის პრეზიდენტმა კეიტლინ კენედიმ წარადგინა პროექტები, რომლებზეც სტუდია უახლოეს მომავალში იმუშავებს:
დეივ ფილონი გადაიღებს ფილმს, რომელიც სერიალ „მანდალორელში“ მიმდინარე მოვლენების კულმინაცია გახდება;
ჯეიმს მენგოლდი იმუშავებს ისტორიაზე პირველი ჯედაის შესახებ, რომელსაც აღწერენ როგორ ბიბლიურ ეპოსს;
შარმინ ობაიდ-ჩინოი კი გადაიღებს ფილმს ჯედაების ახალი ორდენის დაარსების შესახებ. სურათის მოვლენების ფილმ „სქაიუოკერის აღზევების“ მოვლენებიდან 15 წლის შემდეგ განვითარდება. თავის როლს დაუბრუნდება მსახიობი დეიზი რიდლი, რომელმაც სიქველ-ტრილოგიაში რეი განასახიერა.
„ვარსკვლავური ომები“ შექმნილი ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილი ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზია. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“ მიმდინარეობს.