logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი, ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ ღიად მფარველობთ მათ
- +

10 აპრილი. 2023. 10:34

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიასა და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს, სადაც გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.

 

ექსპერტი კელი დეგნანს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არათუ დაასანქცირა რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობს მათ.

 

„მოსამართლეთა გაუგებარ და უსამართლო სანქცირებაზე ქალბატონ ელჩს მივმართავ - თქვენ წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. სასამართლოს ხელმძღვანელს გვარამია გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდება წილს 6 მილიონიდან! აი, ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ!

 

ამის პარალელურად, ქართველი ხალხი იმის ღირსადაც არ ჩათვალეთ, რომ გეთქვათ კონკრეტული ფაქტები, რის გამოც დაადეთ მოსამართლეებს სანქცია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner