logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტროს კლუბი „არმია“ ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია
- +

10 აპრილი. 2023. 11:00

 

 

თავდაცვის სამინისტროს კლუბმა „არმიამ“ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში გაიმარჯვა. „არმიამ“ მოწინააღმდეგე „სპორტუნი“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ფუტსალის ლიგის თასის ფინალში თავდაცვის სამინისტროს კლუბი „არმია“ პირველად გავიდა.

 

ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გულშემატკივართა შორის იყვნენ ქართველი ჯარისკაცებიც. თამაშის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება ყოველ წელს იმართება და ტურნირში უმაღლესი ლიგის გუნდები მონაწილეობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner