logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს
- +

1 სექტემბერი. 2016. 14:04



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საერთო სასამართლოები „ნაციონალური მოძრაობის" უხეში მმართველობისგან და პროცესებში ჩარევისგან გათავისუფლდნენ.


ივანიშვილი აცხადებს, რომ საერთო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს „ნაციონალური მოძრაობის" უხეშ მმართველობას და მათ ჩარევას.

 

„ძალიან ცუდია, რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში ახერხებენ, ერთმანეთს უპასუხონ. სასამართლოს ძალა მიეცა. მე რაში მჭირდება სასამართლოს კონტროლი? თვითონ ვეღარ აკონტროლებენ სასამართლოს და მომაწერენ მე. დღეს, არც ერთ შემთხვევაში, მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს და ამის მცდელობაც არ აქვს კვირიკაშვილს, რომ რაიმეში ჩაერიოს. კარგად ჩანს, რომ საერთო სასამართლო და მგონი, საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს „ნაციონალური მოძრაობის" უხეშ მმართველობას და მათ ჩარევას", - განაცხადა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner